როგორ შევამოწმო რა სიჩქარით მომეწოდება ინტერნეტი?

ინტერნეტის სიჩქარის შესამოწმებლად აუცილებელი პირობაა: ქსელში ჩართული იყოს მხოლოდ ის მოწყობილობა, საიდანაც ხდება სიჩქარის შემოწმება.

აღნიშნული მოწყობილობა ქსელთან დაკავშირებული იყოს კაბელით და არა WIFI-თ.

ამასთანავე, მოწყობილობის ოპერაციულ სისტემაში გათიშული უნდა იყოს ყველა ის აპლიკაცია, რომელმაც პარალელურ რეჟიმში შეიძლება ინტერნეტი გამოიყენოს.

ისარგებლეთ www.speedtest.net ვებ-გვერდით და შეამოწმეთ სიჩქარე ან გადმოწერეთ რაიმე ფაილი/ ფაილები სხვადასხვა მისამართიდან.

გახსოვდეს, რომ რამდენიმე ფაილის პარალელურ სესიებად გადმოწერის შემთხვევაში გამოდმოწერის სიჩქარის ჯამური მაჩვენებელი ინტერნეტ პაკეტის ფაქტობრვ სიჩქარეს აღნიშნავს.

ბალანსის შევსება შესაძლებელია

  • საქართველოში არსებული სწრაფი გადახდის აპარატებიდან ( EPAY, TBC PAY, PAY.GE,OPPA.GE)
  • საქართველოს სხვადასხვა ბანკის ინტერნეტ ბანკიდან

კრედიტი

ისარგებლეთ მომსახურებით მაშინ, როდესაც ბალანსზე თანხა ამოგეწურებათ. კრედიტით სარგებლობის ვადა – 10 დღე; კრედიტით სარგებლობის პერიოდში აბონენტს ერიცხება მომსახურებით სარგებლობის საფასური კრედიტით სარგებლობის ყოველი დღისათვის. გასააქტიურებლად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 04 44 45 568 76 76 22

დროებით შეჩერება

შეაჩერეთ სერვისი სასურველი დროით. დროებითი შეჩერების სერვისის პირობები: 30 უფასო შეჩერების დღე წელიწადში ერთხელ. შეჩერება – 30 დღე / 5 ლარი.

კორპორატიული კლიენტები

ნეტკომი კორპორატიულ აბონენტებს (იურდიული პირები, ინდ. მეწარმეები) სთავაზობს მათ მოთხოვნაზე მორგებულ, კომფორტულ და საუკეთესო მომსახურებას: • დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით 0322 04 44 45-ზე ან 568 76 76 22;